ჩიორა

ჩიორა


( 1.8 25 მომხმარებლისგან )

87 წუთი 1984 HD/4K

მარიმ და ნიკამ ერთად ყოფნა გადაწყვიტეს და, ნიკას ინიციატივით, ზღვისპირა ქალაქში გაიპარნენ. იქ ნიკას ბიძასთან უნდა დარჩენილიყვნენ, თუმცა ნიკას ბიძა სათევზაოდ არის წასული. იმის გამო, რომ ქორწინებაში არ იმყოფებიან, ვერ შეძლეს ოთახის დაქირავება. ერთ-ერთ კაფეში ყოფნისას ნიკას ჩხუბი მოსდის. მას ეხმარება ჩიორა. ახალგაზრდები შემდგომში მოგზაურობას მასთან ერთად განაგრძობენ. დროდადრო ნათელი ხდება, რომ ჩიორას მარის მიმართ ინტერესი უჩნდება. რისკების მოყვარული ჩიორა, იმ იმედით, რომ ავტომობილის მძღოლს დაარწმუნებს, თითქოს ავარია უკანასკნელის ბრალია და ასე ფულად თანხასაც იშოვნის, განგებ ეჯახება ერთ-ერთ ავტომობილს, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვლება. მარის ამ დროისთვის ყველაფერი ბეზრდება და, როდესაც ნიკასთან ერთად მატარებლით თბილისში ბრუნდება, ერთ-ერთ ბაქანზე წყლის სასმელად ჩადის და ნიკა, მატარებლის გამცილებლის ძალისხმევის გამო, იძულებულია, ვაგონში დარჩეს. თბილისში იგი მარის შემთხვევით შეხვდება, მაგრამ მარის აღარ სურს მასთან საუბარი.

ჩიორა
ಕೀವರ್ಡ್:   #ჩიორა 1984    

დაკავშირებული ფილმები