ფატიმა
თავად ალიმბეკის ოჯახში შვილივით გაზრდილი ფატიმა ორ ვაჟკაცს უყვარს - თავადის ვაჟს ჯამბულატს, რომელიც თითქმის ძმად ერგება და თავადის მოჯამაგირე იბრაჰიმს. თავადი შვილს ფატიმაზე დაქორწინების ნებას არ მისცემს, იბრაჰიმს კი სახლიდან გააგდებს. ომში მოხალისედ მიმავალი ჯამბულატი ფატიმას ერთგულების ფიცს ჩამოართმევს. გადის დრო. ჯამბულატი არ ჩანს. ლოდინით განაწამებ ფატიმას ადათი გათხოვებას ავალდებულებს. ქალი ქმრად ერთგულ იბრაჰიმს აირჩევს. მოულოდნელად გამოჩენილი ჯამბულატი ფატიმას დაბრუნებას ცდილობს. ქალი ქმარ-შვილს არ უღალატებს და როდესაც გამწარებული ჯამბულატი მეუღლეს მოუკლავს, ჭკუაზე შეიშლება.
- ჟანრი: სათავგადასავლო, დრამა, მელოდრამა
- ქვეყანა: Soviet Union
- რეჟისორი: Siko Dolidze
- მსახიობები: Tamara Kokova, Giuli Chokhonelidze, Otar Megvinetukhutsesi, Akaki Vasadze, Tsatsa Amirejibi, Megi Tsulukidze, Vladimir Tkhapsaev, Ivan Rusinov, Davit Sokhadze, Spartak Bagaev, Valentin Petrov,